Western Union Company, ჩვენი შვილობილი და აფილირებული კომპანიები („Western Union“ ან „ჩვენ“) ვზრუნავთ თქვენს კონფიდენციალურობაზე და თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ვამუშავებთ ინფორმაციასთან დაკავშირებით სამართლიანი პრაქტიკისა და მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონების შესაბამისად, რომ უკეთ მოგემსახუროთ. Western Union-ის ადგილობრივი იურიდიული პირების სია იხილეთ გლობალური კონფიდენციალურობის დებულების განყოფილებაში „WESTERN UNION-ის იურიდიული პირები“
Western Union-ში ჩვენ მზად ვართ, გავხადოთ ფინანსური სერვისები ხელმისაწვდომი ხალხისთვის ყველგან. ეს მოვალეობა კლიენტების წინაშე ასევე ითვალისწინებს მათი პერსონალური ინფორმაციის სწორად დამუშავებას.
ჩვენი გლობალური კონფიდენციალურობის დებულების მიზანია განმარტოს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ, ვინახავთ, ვიცავთ, ვამჟღავნებთ და ვაზიარებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, როცა თქვენ სარგებლობთ ჩვენი სერვისებით ონლაინ რეჟიმში ჩვენი ვებსაიტის მეშვეობით, საცალო გაყიდვების პუნქტში და ჩვენი მობილური აპლიკაციების მეშვეობით, აგრეთვე გაცნობოთ, რა არჩევანი გაქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს თქვენი ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება.
როდესაც ჩვენს ფულად გზავნილებს, ვალუტის გადაცვლას ან სხვა ისეთ ფინანსურ სერვისებს იყენებთ, როგორებიცაა ჩვენი ციფრული საფულე ან წინასწარ გადახდილი ბარათი; გვიკავშირდებით; შედიხართ ან რეგისტრირდებით ანგარიშზე ჩვენს ვებსაიტებზე ან აპლიკაციებში; ან უერთდებით ჩვენს ლოიალობის პროგრამებს (ერთობლივად, „სერვისები“), ჩვენ ვაგროვებთ თქვენ შესახებ პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც, შესაძლოა, გამოვიყენოთ თქვენთან ჩვენი ურთიერთობისას შეგროვებულ და გენერირებულ სხვა ინფორმაციასთან ერთად. ჩვენ ვაგროვებთ თქვენთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის პირად ინფორმაციას, რომელიც შეიძლება შეიცავდეს შემდეგს:
Western Union რამდენიმე გზით აგროვებს თქვენს პირად ინფორმაციას, მათ შორის:
ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ თქვენი პერსონალური ინფორმაცია. თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასაცავად ჩვენ ვიყენებთ საორგანიზაციო, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დაცვის საშუალებებს, რომლებიც შეესაბამება მოქმედ სამთავრობო კანონებსა და რეგულაციებს. ჩვენ ასევე ვცდილობთ შევზღუდოთ წვდომა პერსონალურ ინფორმაციაზე, რომელსაც ვამუშავებთ, ისე რომ ეს წვდომა მხოლოდ იმ ჩვენს თანამშრომლებს, აგენტებს და წარმომადგენლებს ჰქონდეთ, რომლებსაც ის სჭირდებათ საქმიანი მიზნებისთვის. ჩვენ მიერ გატარებული ზომების მიუხედავად, მესამე მხარეებმა შეიძლება მაინც უკანონოდ მოიპოვონ ან მიიღონ წვდომა თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე.
ჩვენ ვიყენებთ ინტერნეტ-ტექნოლოგიებს, როგორიცაა ქუქი-ფაილები, მონიშვნები და ვებ-შუქურები ჩვენს ვებგვერდებზე, მობილურ აპლიკაციებში ან, როდესაც მესამე მხარის გვერდებს სტუმრობთ. ჩვენ ამ ტექნოლოგიებს სხვადასხვა მიზეზებით ვიყენებთ, რომლებიც იდენტიფიცირებულია ნაწილში სათაურით „როგორ იყენებს WESTERN UNION შეგროვებულ პერსონალურ ინფორმაციას“.
დამატებითი ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, დააწკაპუნეთ ბმულზე „ინფორმაცია ქუქი-ფაილების შესახებ“ Western Union-ის შესაბამისი ვებგვერდის ქვედა ნაწილში. ზოგიერთ რეგიონში, სადაც ჩვენ მომხმარებლისთვის დავნერგეთ საჭიროების შემთხვევაში ჩვენს ვებსაიტებზე ქუქი-ფაილების მართვის შესაძლებლობა, ჩვენ წავიკითხავთ ან ჩავწერთ ქუქი-ფაილებს მხოლოდ თქვენ მიერ დაყენებული პრიორიტეტის საფუძველზე.
ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ მესამე მხარეების მომსახურება თქვენთვის პერსონალიზებული რეკლამების მოსაწოდებლად, როდესაც ვებგვერდებს ათვალიერებთ. თქვენ შეგიძლიათ, ზოგადად, უარი თქვათ პერსონალიზებულ რეკლამებზე ამ მესამე მხარის რეკლამის დამკვეთებისა და სარეკლამო ქსელებისგან, რომლებიც არიან ქსელური რეკლამის ინიციატივის (NAI) წევრები ან რომლბიც ითვალისწინებენ ციფრული სარეკლამო ალიანსის (DAA-ს) თვითმარეგულირებელ პრინციპებს ონლაინ ქცევითი რეკლამირებისათვის NAI და DAA ვებგვერდებზე გამორიცხული ვეგბერდების სტუმრობით.
თვალის დევნებაზე უარის თქმა (DNT) არის ბრაუზერის არასავალდებულო პარამეტრი, რომელიც ნებას გრთავთ, გამოხატოთ თქვენი უპირატესობები რეკლამის განმთავსებლებისა და სხვა მესამე მხარეების მიერ თვალის დევნებასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვპასუხობთ DNT სიგნალებს თუ ამას შესაბამისი კანონი არ მოითხოვს.
ჩვენ მიერ შეგროვებულ პერსონალურ ინფორმაციას შემდეგი კომერციული მიზნებისთვის ვიყენებთ:
ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, როგორც განმარტებულია ამ დებულებაში, შემდეგი კანონიერი საფუძვლებით:
თქვენი პრიორიტეტები შესაბამისად, გაცნობებთ ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებთან დაკავშირებული შეთავაზებების, აქციებისა და განახლებების ან სხვა პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, რომელიც შესაძლოა თქვენთვის საინტერესო იყოს. ეს შეიძლება შეიცავდეს ელფოსტის, ტელეფონის, საფოსტო წერილის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, სოციალური მედიის და სხვა კომუნიკაციის ან ციფრული არხების გამოყენებით გაკეთებულ შეთავაზებებს.
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს თქვათ უარი პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე. თუ აღარ გსურთ ჩვენგან მარკეტინგთან დაკავშირებული პირდაპირი შეტყობინებების მიღება, უფლება გაქვთ, უარი თქვათ არხ(ებ)ზე. ამისათვის საჭიროა, მიჰყვეთ შესაბამისი ელექტრონული კომუნიკაციის მითითებებს, მოარგოთ პარამეტრები თქვენი ციფრული ბანკის ან საფულის ანგარიშში ან აპში, ან დაგვიკავშირდეთ, როგორც განმარტებულია ნაწილში „ჩვენთან დაკავშირება“.
გაითვალისწინეთ, რომ თუ უარს იტყვით ჩვენგან მარკეტინგული სახის შეტყობინებების მიღებაზე, შესაძლოა მაინც გამოგიგზავნოთ მომსახურების, ადმინისტრაციული და ტრანზაქციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი შეტყობინებები.
ჩვენი მომსახურება და პროდუქტები არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ჩვენ გამიზნულად არ ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენი ვებსაიტის ან მობილური აპლიკაციებიდან, იმ პირების შესახებ, რომლებიც 18 წლამდე ასაკის არიან.
ჩვენი ვებსაიტები შეიძლება მიბმული იყოს მესამე მხარის ვებსაიტებთან. ჩვენ არ ვამოწმებთ, არ ვაკონტროლებთ და არ ვართ პასუხისმგებელი იმ ვებსაიტების შიგთავსსა და კონფიდენციალურობის პრაქტიკაზე, რომლებიც მიბმულია ჩვენს ვებსაიტებთან. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას რომელიმე ამ საიტზე, მათ შიგთავსსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე. ჩვენ არ ვადასტურებთ მესამე მხარის ვებსაიტებს და არ ვიძლევით გარანტიებს ნებისმიერ ინფორმაციასთან, კომპიუტერულ პროგრამასთან, სხვა მასალებსა და პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება იქ იპოვოთ, ან ნებისმიერ შედეგზე, რომელიც შეიძლება მიიღოთ მათი გამოყენების შედეგად.
წინამდებარე დებულებაში მითითებული ნებისმიერი მიზნისთვის ჩვენ შესაძლოა შემდეგი ტიპის ორგანიზაციებს ან მხარეებს გავუმჟღავნოთ შესაბამისი პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, თქვენი სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია, ეროვნული საიდენტიფიკაციო ნომერი და/ან შესაბამისი დოკუმენტაცია, კლიენტის ID, მისამართი, ტრანზაქციის დეტალები და სქემები და ინფორმაცია საბანკო ანგარიშის შესახებ:
თუ თქვენ ხართ იმ სერვისის კლიენტი, რომელიც საჯარო პროფილის საშუალებას იძლევა, შეგიძლიათ გახადოთ თქვენი პროფილი საჯაროდ ხილვადი. ეს შეიძლება ითვალისწინებდეს შეზღუდული პერსონალური მონაცემების გაზიარებას, როგორიცაა თქვენი სახელი, ფოტო, თქვენს ანგარიშზე ხელმისაწვდომი ვალუტები და ის ფაქტი, რომ თქვენ ხართ კლიენტი. გარდა ამისა, თუ ხართ ბანკის ან საფულის ანგარიშის კლიენტი, ბანკის ან საფულის ანგარიშის სხვა კლიენტებიც შეძლებენ თქვენს მოძებნას თქვენი ტელეფონის ნომრით, ასევე თქვენ მიერ მითითებული QR კოდის გამოყენებით თქვენთან ტრანზაქციების შესრულებას. თქვენი პერსონალური ინფორმაციის გადაცემა შესაძლოა, განვახორციელოთ ჩვენი ბიზნესის ან მისი ნაწილის გაყიდვასთან ან გადაცემასთან დაკავშირებით. ამას გარდა, შესაძლოა, მოქმედი კანონებით და რეგულაციებით მოთხოვნილ ან ნებადართულ ფარგლებში გავამჟღავნოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია საერთაშორისო მარეგულირებელ და საფინანსო უწყებებთან, საკრედიტო ანგარიშგების სააგენტოებთან, სამართალდამცავ ორგანოებთან, სასამართლოებთან, მთავრობებთან ან სამთავრობო სააგენტოებთან, რომ დავაკმაყოფილოთ სამართლებრივი ვალდებულებები ან დავიცვათ Western Union-ის ან სხვათა უფლებები და ინტერესები.
ჩვენ გადავცემთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მხარეებს იმ ქვეყნებში, რომლებიც იმ ქვეყნის გარეთ არიან, სადაც ის შეგროვდა, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ აშშ-ს, მოქმედი კანონმდებლობის, მარეგულირებელი ორგანოების, სამართალდამცავი ორგანოების და სამთავრობო სააგენტოების ნებართვის ან მოთხოვნის შესაბამისად. გარდა ამისა, როდესაც თქვენ აგზავნით ან იღებთ ფულს სხვა ქვეყანაში ან სხვა ქვეყნიდან, ჩვენ ასევე ვალდებულნი ვიქნებით გავუზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის ნაწილი ამ ქვეყანას კანონით მოთხოვნილი ან დაშვებული წესით. ჩვენ გადავცემთ თქვენ შესახებ გარკვეულ პერსონალურ ინფორმაციას ჩვენს მონაცემთა ცენტრებს, რომლებიც მდებარეობს აშშ-ში ან რეგიონში, ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად და ვამუშავებთ მას ჩვენი სერვისების მიმართ მოქმედი სამართლებრივი და შესაბამისობის ვალდებულებების შესასრულებლად. სერვისების გამოყენებით თქვენ აღიარებთ, რომ ინფორმაციის ასეთი გადაცემა შეიძლება განხორციელდეს თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ.
პერსონალური ინფორმაცია, რომელიც გადაიცემა ევროპის ეკონომიკური ზონის, გაერთიანებული სამეფოსა და შვეიცარიის ფარგლებს გარეთ ისეთ ქვეყნებში, სადაც ევროკომისიამ ან გაერთიანებული სამეფოს ინფორმაციის კომისრის ოფისმა (ICO) ვერ აღმოაჩინა ადეკვატური დაცვა, დაცული იქნება შესაბამისი სტანდარტული სახელშეკრულებო მუხლებით ან ევროკავშირის ან გაერთიანებული სამეფოს მიერ დადასტურებული სხვა მექანიზმებით, როგორც მოთხოვნილია კანონით.
თქვენი პირადი მონაცემების შენახვა მოხდება რეგულაციებში მითითებული დადგენილი ვადის შესაბამისად, რომელიც შეეხება ფინანსურ ტრანზაქციებს და ანგარიშებს, მათ შორის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო და სხვა ჩვენს მიმართ გამოყენებულ კანონებში მითითებული ვადების დაცვით. სხვა შემთხვევებში, ჩვენ შევინახავთ თქვენს ინფორმაციას, თუ ის საჭიროა სპეციფიური მიზნებისთვის, რომლებისთვისაც მოხდა მისი შეგროვება ან იმ შეკითხვის გადასაჭრელად, რომელიც შეიძლება თქვენ გაგიჩნდეთ. ჩვენ ვიცავთ მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპებს და ვცდილობთ შევინახოთ ინფორმაცია არაუმეტეს იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც საჭიროა იმ მიზნ(ებ)ის მისაღწევად, რომლისთვისაც მივიღეთ ეს ინფორმაცია.
| უფლება | აღწერა | გამოყენების წესი |
| ცოდნისა და წვდომის უფლება | თქვენ უფლება გაქვთ იცოდეთ ვამუშავებთ თუ არა თქვენს პირად მონაცემებს და გვთხოვოთ თქვენი ინფორმაციის ასლი უფასოდ. თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული გარკვეული ინფორმაციის სტრუქტურირებული და მანქანის მიერ წაკითხვადი ასლი. | თუ თქვენ იყენებთ ჩვენს სერვისებს ონლაინ ან მობილური აპლიკაციის საშუალებით, შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენს ანგარიშში ნებისმიერ დროს და მიიღოთ წვდომა თქვენს ამონაწერებზე, ინფორმაციაზე ტრანზაქციების შესახებ და ასევე გარკვეულ პერსონალურ ინფორმაციაზე. ამ უფლებებით სარგებლობისთვის ეწვიეთ გვერდს http://www.westernunion.com/datasubjectrights ან დაუკავშირდით Western Union-ს განყოფილებიდან: „ჩვენთან დაკავშირება“. |
| მარკეტინგული კომუნიკაციების შეწყვეტის უფლება | თქვენ უფლება გაქვთ შეგვაწყვეტინოთ თქვენთვის მარკეტინგული შეტყობინებების გაგზავნა. | თუ ხართ საიტის westernunion.com რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს ციფრული ფულის გადარიცხვის სერვისით, შეგიძლიათ ასევე შეხვიდეთ გვერდზე westernunion.com და დაარედაქტიროთ თქვენი პროფილის პარამეტრები, თქვენი მარკეტინგული კომუნიკაციების და მესამე მხარისთვის მონაცემების გაზიარების პრიორიტეტების შესაცვლელად. ამ უფლებებით სარგებლობისთვის ეწვიეთ გვერდს http://www.westernunion.com/datasubjectrights ან დაუკავშირდით Western Union-ს განყოფილებიდან: „ჩვენთან დაკავშირება“. |
| შესწორების უფლება | თქვენ უფლება გაქვთ გვთხოვოთ თქვენ შესახებ ინფორმაციის გასწორება, რომელიც არ არის სრული, ზუსტი ან მოძველებულია. | ამ უფლებებით სარგებლობისთვის ეწვიეთ გვერდს http://www.westernunion.com/datasubjectrights%20ან დაუკავშირდით Western Union-ს სექციიდან „ჩვენთან დაკავშირება“. |
| წაშლის, შეზღუდვისა და წინააღმდეგობის უფლება | თქვენ უფლება გაქვთ, გვთხოვოთ თქვენ შესახებ გარკვეული ინფორმაციის წაშლა, თქვენთან დაკავშირებული ინფორმაციის გარკვეული სახით გამოყენების შეზღუდვა ან უარი თქვათ ამ ინფორმაციის გარკვეული სახით გამოყენებაზე. | ამ უფლებებით სარგებლობისთვის ეწვიეთ გვერდს http://www.westernunion.com/datasubjectrights ან დაუკავშირდით Western Union-ს განყოფილებიდან: „ჩვენთან დაკავშირება“. |
| თანხმობის გაუქმების უფლება | რადგან ჩვენ ვამუშავებთ პირად ინფორმაციას თქვენს თანხმობაზე დაფუძნებით, თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი თანხმობა მოქმედი კანონით ნებადართული სახით. | ამ უფლებებით სარგებლობისთვის ეწვიეთ გვერდს http://www.westernunion.com/datasubjectrights ან დაუკავშირდით Western Union-ს განყოფილებიდან: „ჩვენთან დაკავშირება“. |
| საჩივრის შეტანის უფლება | თქვენ აგრეთვე გაქვთ ჩვენს მიერ პირადი მონაცემების დამუშავების შესახებ შესაბამის მონაცემების დაცვის მარეგულირებელ ან საზედამხედველო ორგანოებთან საჩივრის წარდგენის უფლება. | ამ უფლებებით სარგებლობისთვის დაუკავშირდით Western Union-ს სექციიდან „ჩვენთან დაკავშირება“. |
შესაძლოა, სხვადასხვა იურისდიქციებში ასევე ხელმისაწვდომი იყოს დამატებითი უფლებები, ადგილობრივი კანონების შესაბამისად. მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება ზემოაღნიშნული მეთოდებით.
| ორგანიზაცია | საკონტაქტო ინფორმაცია / მისამართი |
| Western Union Financial Services (Australia) PTY. LTD. | Level 7 400 George Street Sydney, NSW 2000 Australia |
| Western Union International Bank GmbH (Austria)1 | The ICON Vienna: Turm 24, 11th Floor, Wiedner Gürtel 13, 1100 Vienna, Austria |
| Western Union Retail Services Belgium | Place Louise 6, 1060 Saint-Gilles, Belgium, Belgium |
| Western Union Financial Services (Canada), Inc. | 925 Marine Dr, North Vancouver, V7P 1S2 Canada |
| Western Union Network (Canada) Company | Suite 900, 1959 Upper Water Street, Halifax, NS, Canada B3J 3N2 |
| Western Union-ის გადახდის სერვისები, გაერთიანებული სამეფო, შეზღუდული3 | Third Floor, Offices Manning House, 22 Carlisle Place, London SW1P 1JA
|
| Western Union-ის გადახდის სერვისები, ირლანდია Ltd (ირლანდია)2 | The Loft, Level 2 Dundrum Town Centre Sandyford Road, Dundrum, Dublin 16 D16 F2K1 |
| Western Union International Limited (Ireland) | The Loft, Level 2 Dundrum Town Centre Sandyford Road, Dundrum, Dublin 16 D16 F2K1 |
| Western Union Network (Ireland) Limited | The Loft, Level 2 Dundrum Town Centre Sandyford Road, Dundrum, Dublin 16 D16 F2K1 |
| Western Union Japan KK | Metro City Kamiyacho 7f, 1-5, Toranomon 5-Chome, Minato-Ku Tokyo, Japan |
| Western Union Payments (Malaysia) Sdn Bhd | 16th Floor, Wisma Sime Darby, Jalan Raja Laut, 50350 Kuala Lumpur, Malaysia |
| Western Union MT East (Russia) | 16A Bldg, Leningradskoe shosse 125171, Moscow, Russia |
| Western Union (Switzerland) LLC, Dover (Delaware/USA) Zweigniederlassung Zürich1,4 | Werdstrasse 2, Postfach 2063, 8021 Zürich, Switzerland |
| Western Union Turkey Ӧdeme Hizmetleri A.Ş. (თურქეთი) | Maslak Mahallesi Ahi Evran Cad. No: 21 Polaris Plaza K:5 34398 Sarıyer, Istanbul, Turkey |
| Western Union Financial Services, Inc. (USA) | 7001 E Belleview Avenue, Denver, CO |
| „Grupo Dinámico Empresarial S.A. de C.V.“, „Servicios de Apoyo GDE SA de CV“, „Operaciones Internacionales OV S.A. de C.V.“ და „Servicio Integral de Envíos“, „S.A. de C.V.“ | Av. Paseo de la Reforma No. 505, piso 17, Colonia Cuauhtémoc, Delegación Cuauhtémoc, C.P. 06500, Ciudad de México |
| Western Union Chile SpA | Vitacura 2939, Piso 8, Las Condes, City of Santiago de Chile, Chile |
| Western Union Financial Services Argentina S.R.L. | Montevideo 825, (1019) City of Buenos Aires, Argentina |
| Servicio Electrónico de Pago S.A. | Montevideo 825, (1019) City of Buenos Aires, Argentina |
| Global Collection Services S.A. | Montevideo 825, (1019) City of Buenos Aires, Argentina |
| Red Global S.A. | Montevideo 825, (1019) City of Buenos Aires, Argentina |
| Western Union Money Exchange SA | c/Princesa, 5, 4 planta 28.008 – Madrid (España) |
| 1მონაცემთა მაკონტროლებელი ციფრული სერვისებისთვის ამ დებულებაში აღწერილი სახით ავსტრიაში, ბელგიაში, ბულგარეთში, ხორვატიაში, კვიპროსში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, დანიაში, ესტონეთში, ფარერის კუნძულებზე, ფინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, გრენლანდიაში, უნგრეთში, ისლანდიაში, ირლანდიაში, იტალიაში, ლატვიაში, ლიხტენშტაინში, ლიეტუვაში, ლუქსემბურგში, მალტაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, რუმინეთში, სლოვაკეთში (სლოვაკეთის რესპუბლიკა), სლოვენიაში, ესპანეთში, შვედეთში, შვეიცარიაში, გაერთიანებულ სამეფოში 2 მონაცემთა მაკონტროლებელი პირადი საცალო სერვისებისთვის ამ დებულებაში აღწერილი სახით ავსტრიაში, ბელგიაში, ბულგარეთში, ხორვატიაში, კვიპროსში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, დანიაში, ესტონეთში, ფარერის კუნძულებზე, ფინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, გრენლანდიაში, უნგრეთში, ისლანდიაში, ირლანდიაში, იტალიაში, ლატვიაში, ლიხტენშტაინში, ლიეტუვაში, ლუქსემბურგში, მალტაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, რუმინეთში, სლოვაკეთში (სლოვაკეთის რესპუბლიკა), სლოვენიაში, ესპანეთში, შვედეთში, გაერთიანებულ სამეფოში 3 მონაცემთა მაკონტროლებელი სერვისებისთვის ამ დებულებაში აღწერილი სახით, მათ შორის ციფრული და პირადი სავაჭრო სერვისებისათვის გაერთიანებულ სამეფოში. 4 შვეიცარიაში პირადი საცალო მომსახურების მონაცემთა კონტროლიორი. | |
თუ თქვენ გაქვთ შეკითხვა ან საჩივარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვკარგავთ თქვენს პირად მონაცემებს, ჩვენ გთხოვთ თქვენი შეკითხვის წარმოდგენას წერილობითი სახით. ჩვენ შევისწავლით თქვენს შეკითხვას და ჩვეულებრივ გიპასუხებთ მისი მიღებიდან 30 დღეში წერილობითი სახით. აგრეთვე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენ ან მონაცემების დაცვის ჩვენს ოფიცერს მისამართზე: wuprivacy@westernunion.com.
ამ კონფიდენციალურობის დებულებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს გვერდს „დაგვიკავშირდით“, რათა იპოვოთ თქვენი რეგიონისთვის შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია.
ჩვენ, შესაძლოა, დროდადრო შევცვალოთ წინამდებარე გლობალური კონფიდენციალურობის დებულება, განახლებული კონფიდენციალურობის დებულებები კი მოცემულ ვებსაიტზე განთავსდება ცვლილებების შეტანის შემდეგ. საიტზე შესვლისას გირჩევთ, გადახედოთ წინამდებარე გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებას უახლესი ვერსიის მისაღებად.
| ფაქტები | რას აკეთებს WESTERN UNION თქვენი პერსონალური ინფორმაციით? |
| რატომ? | ფინანსური კომპანიები იღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ გაუზიარონ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, იმის მიუხედავად, გზავნით ფულს, იღებთ მას თუ ჩვენ სხვაგვარად ვაგროვებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას. ფედერალური კანონი მომხმარებლებს აძლევს უფლებას შეზღუდონ ზოგიერთი, მაგრამ არა ყველა გაზიარება. ფედერალური კანონი ასევე გვავალდებულებს, გაცნობოთ, თუ როგორ ვაგროვებთ, ვაზიარებთ და ვიცავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს შეტყობინება, რათა გაიგოთ, რას ვაკეთებთ.
|
| რას? | ჩვენ მიერ შეგროვებული და გაზიარებული პერსონალური ინფორმაციის ტიპები იმ პროდუქტსა თუ მომსახურებაზეა დამოკიდებულია, რომელსაც ჩვენთან იყენებთ. ეს ინფორმაცია შეიძლება, შეზღუდვის გარეშე მოიცავდეს შემდეგს: · სამთავრობო საიდენტიფიკაციო ნომრებს, როგორებიცაა მართვის მოწმობა, სახელმწიფო საიდენტიფიკაციო ნომერი, პასპორტი, ვიზა, სოციალური დაზღვევა ან საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომერი · სახელი, მისამართი, ელფოსტის მისამართი, მობილურისა და სახლის ტელეფონის ნომერი, ასაკი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, პროფესია და ოჯახური მდგომარეობა · ანგარიშის ბალანსი, ტრანზაქციებისა და გადახდების ისტორია, ლოიალობის პროგრამის ინფორმაცია, საბანკო გადარიცხვის ინსტრუქციები, საკრედიტო ინფორმაცია, სადებეტო და სხვა საბანკო ანგარიშის ინფორმაცია · კომპიუტერისა და მობილური მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია, როგორიცაა დომენი, IP მისამართი, მდებარეობის ინფორმაცია, მოწყობილობის თვისებები, პარამეტრები, აპლიკაციები, შენახული ინფორმაცია და გამოყენება, ოპერატორის ინფორმაცია, ბრაუზერის ინფორმაცია და ისტორია, საოპერაციო სისტემა, სოციალური პროფილისა და ქსელის ინფორმაცია, ჩვენს ვებსაიტზე ან აპლიკაციებზე წვდომის თარიღი და დრო და ქუქი-ფაილების იშესახებ ნფორმაცია თქვენ ეთანხმებით ჩვენ მიერ ინფორმაციის შეგროვებას, გადაცემასა და შენახვას კომპიუტერების ან გადაცემის ან შენახვის სხვა მოწყობილობების მიერ შეერთებულ შტატებში და სხვაგან. |
| როგორ? | ყველა საფინანსო კომპანიას ევალება ყოველდღიური საქმიანობის წარმართვისთვის კლიენტებისა და მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის გაზიარება. ქვემოთ მოცემულ ნაწილში ჩვენ ჩამოვთვლით მიზეზებს, რომელთა გამოც საფინანსო კომპანიებს შეუძლიათ კლიენტებისა და მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის გაზიარება, მიზეზებს, რომელთა გამოც Western Union ირჩევს გაზიარებას და შეგიძლიათ თუ არა ამ გაზიარების შეზღუდვა.
|
| მიზეზები, რომელთა გამოც შეგვიძლია თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარება | აზიარებს თუ არა Western Union? | შეგიძლიათ თუ არა ამ გაზიარების შეზღუდვა? |
| ჩვენი ყოველდღიური საქმიანი მიზნებისთვის, როგორებიცაა თქვენი ტრანზაქციების დამუშავება; მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა; მოთხოვნილი პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდება; თქვენი ანგარიშ(ებ)ის შენარჩუნება, თუ ეს გამოიყენება; სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და სამართლებრივ გამოძიებაზე რეაგირება; საკრედიტო ბიუროებისთვის ანგარიშგების წარდგენა; ვებსაიტსა და აპლიკაციაზე წვდომის შესახებ ინფორმაციის შეგროვება; გამოყენება და ეფექტურობა; თქვენი, rogorc მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება; თქვენი კრედიტუნარიანობის ან ვინაობის დადასტურება; კომპანიის ან მისი ნებისმიერი აქტივის შერწყმასთან, შეძენასთან ან გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება; რისკებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება; თაღლითობისა და სხვა უკანონო საქმიანობის აღმოჩენა და პრევენცია; ან კანონით დაშვებული სხვა შემთხვევებისთვის | დიახ | არა |
| ჩვენი მარკეტინგული მიზნებისთვის, როგორიცაა ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზება ან მომავალი ღონისძიებებისა და აქციების შესახებ შეტყობინება | დიახ | დიახ |
| სხვა ფინანსურ კომპანიებთან ერთობლივი მარკეტინგისთვის | დიახ | არა |
| ჩვენი აფილირებულიკ ომპანიების ყოველდღიური საქმიანი მიზნებისთვის, როგორიცაა თქვენი ტრანზაქციებისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაცია | დიახ | არა |
| ჩვენი აფილირებულიკ ომპანიების ყოველდღიური საქმიანი მიზნებისთვის, როგორიცაა ინფორმაცია თქვენი კრედიტუნარიანობის შესახებ | დიახ | დიახ |
| ჩვენი აფილირებული კომპანიების მარკეტინგისთვის | დიახ | დიახ |
| ჩვენი არა-აფილირებული კომპანიების მარკეტინგისთვის | არა | ჩვენ არ ვაზიარებთ |
| გაზიარების შეზღუდვის მიზნით | · დარეკეთ 1-800-562-2598 — ჩვენი მენიუ გაგაცნობთ თქვენს არჩევანს. · რეგისტრირებული მომხმარებლები უნდა ეწვიონ ჩვენს ვებგვერდს: www.westernunion.com, შევიდნენ თავიანთ პროფილში და შეცვალონ პროფილის პარამეტრები. · ელფოსტა: wuprivacy@westernunion.com · გაგზავნეთ მონაცემთა კონფიდენციალურობის მოთხოვნის ფორმა შემდეგ მისამართზე: https://wuprod.service-now.com/wu_privacy გთხოვთ, გაითვალისწინოთ: თუ ახალი მომხმარებელი ხართ, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ თქვენი ინფორმაციის გაზიარება ამ შეტყობინების გაგზავნიდან 30 დღის შემდეგ. როდესაც თქვენ აღარ იქნებით ჩვენი მომხმარებელი, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ თქვენი ინფორმაციის გაზიარება ამ შეტყობინებაში აღწერილი წესით. თუმცა თქვენ შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ნებისმიერ დროს ჩვენი გაზიარების შესაზღუდად. |
| შეკითხვები გაქვთ? | დარეკეთ 1-800-562-2598 ან გადადით საიტზე www.westernunion.com და დააჭირეთ გვერდის ბოლოში მოცემულ ბმულს „დაგვიკავშირდით“. |
| ვინ ვართ ჩვენ? | |
| ვინ აწვდის ამ შეტყობინებას? | Western Union Financial Services, Inc., Western Union International Services, LLC. |
| რას ვაკეთებთ? | |
| როგორ იცავს Western Union ჩემს პერსონალურ ინფორმაციას? | არაავტორიზებული წვდომისა და გამოყენებისგან თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასაცავად ჩვენ ვიყენებთ უსაფრთხოების ზომებს, რომლებიც ფედერალურ კანონს შეესაბამება. ეს ზომები მოიცავს კომპიუტერის დაცვას და დაცულ ფაილებსა და შენობებს. ჩვენ ასევე ვცდილობთ, პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ იმ თანამშრომლებისთვის, აგენტებისა და წარმომადგენლებისთვის შევზღუდოთ, რომლებსაც ამის ცოდნა სჭირდებათ. |
| როგორ აგროვებს Western Union ჩემს პერსონალურ ინფორმაციას? | მაგალითად, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, როდესაც თქვენ: · გზავნით ან იღებთ ფულს, გვეუბნებით, ვინ იღებს ფულს, გვეუბნებით, სად გავაგზავნოთ თანხა, ასრულებთ გადახდას ან იყენებთ ან ითხოვთ სხვა პროდუქტებს ან მომსახურებას ჩვენგან ან სხვა ფინანსური კომპანიებისგან · იყენებთ თქვენს საკრედიტო ან სადებეტო ბარათს ან იხდით ჩეკით · რეგისტრირდებით ჩვენთან ან გვიგზავნით ინფორმაციას ჩვენ, ჩვენს აგენტებს ან სხვა მესამე მხარეებს განაცხადების, ფორმებისა და სხვა საშუალებებით · გვაწვდით თქვენს საკონტაქტო ინფორმაციას · წარმოადგენთ სახელმწიფოს მიერ გაცემულ ID-ს ან მართვის მოწმობას · გამოიყენეთ ან ეწვიეთ ჩვენს ან სხვა ონლაინ საიტს ან მობილურ აპლიკაციას · მიიღეთ მონაწილეობა აქციაში, დარეგისტრირდით ელფოსტის შეტყობინებების ან მარკეტინგული კომუნიკაციების მისაღებად ან შეუერთდით ლოიალობის პროგრამას ჩვენ ასევე ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას კომპანიებისგან, სამთავრობო სააგენტოებისგან და მომხმარებელთა ანგარიშგების სააგენტოებისგან. |
| რატომ ვერ ვზღუდავ ყველა გაზიარებას? | ფედერალური კანონი გაძლევთ უფლებას, შეზღუდოთ მხოლოდ: · გაზიარება შვილობილი კომპანიების ყოველდღიური საქმიანი მიზნებისთვის — ინფორმაცია თქვენი კრედიტუნარიანობის შესახებ · შვილობილი კომპანიების მიერ თქვენი ინფორმაციის გამოყენება თქვენთვის მარკეტინგული შეტყობინებების გამოსაგზავნად · არაშვილობილი კომპანიების მიერ გაზიარება თქვენთვის მარკეტინგული შეტყობინებების გამოსაგზავნად სახელმწიფოს კანონმდებლობამ და ინდივიდუალურმა კომპანიებმა შეიძლება მოგანიჭოთ დამატებითი უფლებები გაზიარების შეზღუდვისთვის. იხილეთ ქვემოთ სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თქვენი უფლებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია. |
| რა ხდება, როდესაც ვზღუდავ გაზიარებას იმ ანგარიშისთვის, რომელსაც სხვასთან ერთად ვფლობ? | Western Union არ უზრუნველყოფს ინდივიდუალურ ან ერთობლივ ანგარიშებს. |
| განსაზღვრებები | |
| შვილობილი კომპანიები | კომპანიები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული საერთო საკუთრებით ან მართვით. ეს შეიძლება იყოს საფინანსო და არასაფინანსო კომპანიები. ჩვენი შვილობილი კომპანიები მოიცავს Western Union-ის ან Custom House-ის სახელწოდების მქონე კომპანიებს და ისეთ საფინანსო კომპანიებს, როგორიცაა Western Union Financial Services, Inc. |
| არაშვილობილი კომპანიები | კომპანიები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული საერთო ფლობით ან მართვით. ეს შეიძლება იყოს საფინანსო და არასაფინანსო კომპანიები.
|
| ერთობლივი მარკეტინგი | ოფიციალური შეთანხმება არაშვილობილ საფინანსო კომპანიებს შორის, რომლებიც ერთობლივად გთავაზობენ საფინანსო პროდუქტებს ან მომსახურებას.
ჩვენი ერთობლივი მარკეტინგული პარტნიორები შეიძლება იყოს ბანკები, საკრედიტო ბარათების კომპანიები, საბროკერო სახლები, იპოთეკური გამსესხებლები, იპოთეკური სესხების ინიციატორები და სხვა საფინანსო კომპანიები. |
| სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია |
| ვერმონტის, კალიფორნიის და ჩრდილოეთ დაკოტას მომხმარებლები Western Union გაამჟღავნებს ინფორმაციას ვერმონტის, კალიფორნიის ან ჩრდილოეთ დაკოტას საფოსტო მისამართის მქონე მომხმარებლების შესახებ მხოლოდ მათი წერილობითი უფლებამოსილებით („თანხმობა“), თუ კანონით სხვა რამ არ არის ნებადართული ან მოთხოვნილი. ვერმონტის მომხმარებლების წერილობითი უფლებამოსილება შეიძლება მოგვაწოდოთ ქვემოთ მითითებულ ელფოსტაზე ან საფოსტო მისამართზე და ის უნდა შეიცავდეს თქვენს სახელსა და გვარს, მისამართს, ხელმოწერასა და თანხმობას. შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს გაიწვიოთ თანხმობა 1-800-562-2598 ნომერზე დარეკვით ან ქვემოთ მითითებულ მისამართებზე წერილის ან ელფოსტის გამოგზავნით. კალიფორნიის მომხმარებლები უნდა დაგვიკავშირდნენ ქვემოთ მითითებულ საფოსტო მისამართზე, რათა მიიღონ ინსტრუქციები თანხმობის მიწოდების შესახებ. ელფოსტა: wuprivacy@westernunion.com Western Union Financial Services, Inc. Western Union Privacy Office 7001 East Belleview Avenue Denver, CO 80237
|
| ტეხასის მომხმარებლები თუ პრეტენზია გაქვთ, პირველ რიგში დაუკავშირდით მომხმარებელთა დახმარების განყოფილებას აქ: Western Union Financial Services, Inc. ნომერზე 1-800-562-2598 თუ თქვენ კვლავ გაქვთ გადაუჭრელი პრეტენზია კომპანიის ფულადი გზავნილების ან ვალუტის გაცვლის საქმიანობასთან დაკავშირებით, გთხოვთ, თქვენი საჩივარი გააგზავნოთ შემდეგ მისამართზე: Texas Department of Banking, 2601 North Lamar Boulevard, Austin, Texas 78705, 1-877-276-5554 (უფასო ზარი), |
| ნევადის მომხმარებლები თუ არ გსურთ მარკეტინგული ზარების მიღება, შეიძლება მოხვდეთ ჩვენს შიდა უარმყოფლების სიაში, თუ დაგვიკავშირდებით ნომერზე 1-800562-2598 ან ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნევადის მომხმარებელთა დაცვის ბიუროს. ნევადის გენერალური პროკურორის ოფისს: 555 E. Washington St., Ste 3900, Las Vegas, NV 89101; ტელეფონი 702-486-3132; |
| ბავშვთა კონფიდენციალურობა ჩვენი ვებსაიტი არ არის განკუთვნილი 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. |
ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი კალიფორნიაში მცხოვრები მომხმარებლების კონფიდენციალურობაზე და ვცდილობთ შევაგროვოთ, გამოვიყენოთ, შევინახოთ, დავიცვათ, გავამჟღავნოთ და გავაზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია მომხმარებლის კონფიდენციალურობის შესახებ კალიფორნიის 2018 წლის კანონის („CCPA“) შესაბამისად. გლობალური კონფიდენციალურობის დებულების მოცემული დამატება კალიფორნიის რეზიდენტებისთვის („დამატება“) ვრცელდება კალიფორნიის რეზიდენტებზე და, გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებასთან დაკავშირებით, განკუთვნილია CCPA-ს მოთხოვნების შესასრულებლად.
თქვენ მიერ ჩვენი სერვისების გამოყენებისას ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას თქვენ შესახებ, როგორც ნებადართულია მოქმედი კანონებითა და რეგულაციებით (მათ შორის, თუმცა ამით არ შემოიფარგლება, გრემის-ლიჩის-ბილის კანონით). პერსონალური ინფორმაციის ქვემოთ აღწერილ კატეგორიებზე ვრცელდება CCPA. დამატებითი ინფორმაციისთვის პერსონალური ინფორმაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა შეგროვდა თქვენ შესახებ, გთხოვთ, მიჰყვეთ გლობალური კონფიდენციალურობის დებულების ამ ბმულს. ამ დამატებაში წარმოდგენილი ინფორმაციისა და გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებაში აღწერილი პირობების შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესი ძალა ენიჭება ამ დამატებაში მოცემულ ინფორმაციას.
პერსონალური ინფორმაციის შეგროვება
გლობალური კონფიდენციალურობის დებულების ძალაში შესვლის თარიღამდე 12 თვის პერიოდში, Western Union-მა შესაძლოა შეაგროვა ქვემოთ მოცემული კატეგორიების პერსონალური ინფორმაცია მითითებული კატეგორიების წყაროებიდან; შესაძლოა, ეს ინფორმაცია გაზიარდა აღწერილი კატეგორიების მესამე მხარეებთან, განსაზღვრული ბიზნეს მიზნებისთვის. წყაროების კატეგორიები, მესამე მხარეების კატეგორიები, კომერციული და ბიზნეს მიზნები აღწერილია გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებაში და ქვემოთ.
| პერსონალური ინფორმაციის კატეგორიები | წყაროების კატეგორიები | ბიზნეს და კომერციული მიზნები | მესამე მხარეების კატეგორიები |
| იდენტიფიკატორები: მოწოდებული საკონტაქტო ინფორმაცია, მაგალითად, თქვენი სახელი, საფოსტო მისამართი, ელფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი; წარმოდგენილი დაბადების თარიღი; სოციალური პროფილის და ქსელის ინფორმაცია; IP მისამართი; მოწყობილობის იდენტიფიკატორი; მობილური სარეკლამო იდენტიფიკატორი; ქუქი-ფაილები; სიგნალები და პიქსელური ტეგები. | · თქვენ · ჩვენი ვებსაიტი · აფილირებული, შვილობილი კომპანიები ან მომწოდებლები · მობილური აპლიკაციები | · აუდიტი · უსაფრთხოების მიზნები · მომსახურების გაწევა · ხარისხის მიზნები · ავთენტიფიკაცია · ანალიტიკა · ვებტრაფიკის ანალიზი · რეკლამა · პრომო-აქციების ანალიზი · უსაფრთხოება | · სამთავრობო ორგანიზაციები · პროფესიული სერვისების ორგანიზაციები · რეკლამა და სოციალური ქსელები · მონაცემთა ანალიზის პროვაიდერები · ჩვენი აფილირებული და შვილობილი კომპანიები |
| ინტერნეტისა და სხვა ელექტრონული ქსელის აქტივობის შესახებ ინფორმაციამათ შორის ჰოსტი, რომლიდანაც ახორციელებთ წვდომას ინტერნეტზე, ინფორმაცია თქვენი მოწყობილობის შესახებ (როგორიცაა მოწყობილობის მახასიათებლები, პარამეტრები, აპლიკაციები, შენახვისა და გამოყენების ინფორმაცია), მობილური აპლიკაცია, ბრაუზერი და ოპერაციული სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა, თქვენ მიერ ჩვენს ვებსაიტებზე წვდომის თარიღი და დრო და იმ საიტის მისამართი, რომლიდანაც გადმოხვედით ჩვენს ვებსაიტზე. | · თქვენ მიერ ჩვენი ვებსაიტის გამოყენება · აფილირებული, შვილობილი კომპანიები ან მომწოდებლები · თქვენ მიერ მობილური აპლიკაციების გამოყენება · სოციალური მედიის ქსელები ან საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროები · სარეკლამო ქსელები | · აუდიტი · უსაფრთხოების მიზნები · გამართვა · ხანმოკლე გამოყენება · მომსახურების გაწევა შიდა კველვა და განვითარება · ხარისხის მიზნები · ავთენტიფიკაცია · ანალიტიკა · ვებტრაფიკის ანალიზი · რეკლამა · პრომო-აქციების ანალიზი · უსაფრთხოება | · სამთავრობო ორგანიზაციები · პროფესიული სერვისების ორგანიზაციები · რეკლამა და სოციალური ქსელები · ინტერნეტ-სერვისის პროვაიდერები · მონაცემთა ანალიზის პროვაიდერები · საოპერაციო სისტემები და პლატფორმები · ჩვენი აფილირებული და შვილობილი კომპანიები |
| გეოლოკაციის მონაცემები: შეიძლება შეგროვდეს თქვენი მოწყობილობებიდან, თუ ეს ფუნქცია ჩართულია | · თქვენ მიერ მობილური აპლიკაციების გამოყენება | · აუდიტი · უსაფრთხოების მიზნები · ხანმოკლე გამოყენება შიდა კველვა და განვითარება · ხარისხის მიზნები · უსაფრთხოება | · რეკლამა და სოციალური ქსელები · მონაცემთა ანალიზის პროვაიდერები · საოპერაციო სისტემები და პლატფორმები |
წყაროების კატეგორიები: გლობალური კონფიდენციალურობის დებულების ძალაში შესვლის თარიღამდე 12 თვის პერიოდში, შესაძლოა, Western Union-ის მიერ მოხდა თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვება შემდეგი კატეგორიების წყაროებიდან:
ბიზნესმიზნები: გლობალური კონფიდენციალურობის დებულების ძალაში შესვლის თარიღამდე 12 თვის პერიოდში, შესაძლოა, Western Union-მა თქვენი პერსონალური ინფორმაცია გააზიარა შემდეგი ბიზნესმიზნებისთვის:
მესამე მხარეების კატეგორიები: გლობალური კონფიდენციალურობის დებულების ძალაში შესვლის თარიღამდე 12 თვის პერიოდში, შესაძლოა, Western Union-მა თქვენი პერსონალური ინფორმაცია გააზიარა შემდეგი კატეგორიების მესამე მხარეებთან:
პერსონალური ინფორმაციის გაყიდვა
Western Union არ ყიდის თქვენს პერსონალური ინფორმაციას მესამე მხარეებზე ფულის სანაცვლოდ. Western Union მონაწილეობს სარეკლამო, მარკეტინგულ და ანალიტიკურ პროგრამებში, რომელთაგან ჩვენ და ჩვენი სახელშეკრულებო მესამე მხარეები შეიძლება ვიღებდეთ სარგებელს; ასეთი გაცვლა შეიძლება წარმოადგენდეს „გაყიდვას“ მოქმედი კანონის შესაბამისად. ზემოაღნიშნულ პროგრამებში მონაწილოებისას გლობალური კონფიდენციალურობის დებულების ძალაში შესვლის თარიღამდე 12 თვით ადრე Western Union-ის მიერ შესაძლოა განხორციელდა თქვენი პერსონალური ინფორმაციის „მიყიდვა“ მესამე მხარეებისთვის, შემდეგი მონაცემების ჩათვლით:
კალიფორნიის რეზიდენტების უფლებები
კალიფორნიის რეზიდენტებს უფლება აქვთ, მოითხოვონ საკუთარი პერსონალური ინფორმაციის მესამე მხარეებზე მიყიდვის აკრძალვა. თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაყიდვის აკრძალვის უფლების გამოსაყენებლად, გთხოვთ, მიჰყვეთ ამ ბმულს: [http://www.westernunion.com/datasubjectrights] ან გაგზავნოთ პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნა, როგორც აღწერილია ზემოთ, გლობალური კონფიდენციალურობის დებულების განყოფილებაში „თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა, მისი წაშლა და შესწორება და თქვენი არჩევანის შეცვლა“.
გარდა ამისა, თუ თქვენ ხართ კალიფორნიის რეზიდენტი, შესაძლოა გქონდეთ უფლება, 12 თვეში ორჯერ მოითხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია შევაგროვოთ თქვენ შესახებ გასული 12 თვის განმავლობაში და, ასევე, პერსონალური ინფორმაციის თითოეული კატეგორიისთვის მოითხოვოთ შემდეგი მონაცემები:
შესაძლოა, ასევე გქონდეთ უფლება, მოითხოვოთ ჩვენ მიერ თქვენგან შეგროვებული პერსონალური ინფორმაციის წაშლა. როგორც კი დაადასტურებთ, რომ ხართ კალიფორნიის რეზიდენტი, შეგიძლიათ გაგზავნოთ პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნა გლობალური კონფიდენციალურობის დებულების განყოფილებაში „პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა, მისი წაშლა და შესწორება და თქვენი არჩევანის შეცვლა“ მითითებული პირობების შესაბამისად, 12 თვეში ორჯერ. მოთხოვნის მიღების შემდეგ Western Union დაადასტურებს მოთხოვნის მიღებას 10 დღის ვადაში და წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შევამოწმებთ თქვენს ვინაობას და დავამუშავებთ თქვენს მოთხოვნას. შემდეგ ვუპასუხებთ თქვენს მოთხოვნას 45 დღის ვადაში.
Western Union-ს არ შეუძლია ინდივიდუალური მომხმარებლების დაკავშირება ვებსაიტზე პასიურ ვიზიტებთან, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს შესაძლებლობაზე, ვუპასუხოთ გარკვეულ მოთხოვნებს. Western Union-მა თქვენთვის დანერგა შესაძლებლობა, მართოს ქუქი-ფაილები ჩვენს ვებსაიტებზე და იგი წაიკითხავს და ჩაწერს ქუქი-ფაილებს მხოლოდ თქვენი პრიორიტეტების საფუძველზე. ჩვენს ვებსაიტზე ვიზიტისას თქვენ დაინახავთ ბანერს ინსტრუქციით იმის შესახებ, თუ როგორ მართოთ თქვენი პრიორიტეტები.
შეგიძლიათ ასევე დანიშნოთ სპეციალური აგენტი, თქვენი სახელით პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნის გასაფორმებლად. თუ აირჩევთ აგენტის დანიშვნას, შესაძლოა, საჭირო გახდეს, აგენტისთვის გააფორმოთ წერილობითი ნებართვა მოთხოვნის გასაკეთებლად და პირდაპირ ჩვენთან გაიაროთ თქვენი ვინაობის დადასტურების პროცედურა. ჩვენ შეიძლება უარი ვთქვათ აგენტის მოთხოვნაზე, თუ ის არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ თქვენ მიანიჭეთ შესაბამისი უფლებამოსილება, იმოქმედოს თქვენი სახელით.
თქვენ უფლება გაქვთ, არ გახდეთ დისკრიმინაციის ობიექტი იმის გამო, რომ ისარგებლეთ რომელიმე უფლებით, რომელიც აღწერილია გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებაში ან ამ დამატებაში.
თუ ადრე გქონდათ შესრულებული ტრანზაქციები Western Union-ით, თქვენ გაქვთ დამატებითი უფლებები, ზემოთ მითითებული უფლებების გარდა, რომლებიც განმარტებულია აქ.
საკონტაქტო ინფორმაცია
დაკავშირება დამატებითი ინფორმაციისთვის: თუ შეკითხვები ან შენიშვნები გაქვთ ჩვენს გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებასთან და კონფიდენციალურობის წესებთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ გლობალური კონფიდენციალურობის დებულების განყოფილებაში „ჩვენთან დაკავშირება“ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.
CCPA ანგარიშის მეტრიკა
შემდეგი შეჯამება გთავაზობთ კალიფორნიის მაცხოვრებლების მონაცემების მოთხოვნის მოცულობას 2024 წლის კალენდარული წლისთვის:
მიღებული მონაცემების მოთხოვნა: 209
მონაცემთა მოთხოვნა სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: 166
მონაცემთა მოთხოვნები უარყოფილია ან დახურულია:
საშუალო დრო (დღე) პასუხის გასაცემად:
Western Union® Rewards Program („ჯილდოები“), ჩვენი ლოიალობის პროგრამა, არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც Western Union ცდილობს, დააჯილდოოს და მადლობა გადაუხადოს ლოიალურ მომხმარებლებს ჩვენი ბიზნესისადმი დამოკიდებულებისა და Western Union-ის მომსახურებით სარგებლობისთვის. ჯილდოების წევრები ჯილდოებში მონაწილეობენ დარეგისტრირებით მონაწილე საცალო ვაჭრობის ობიექტებში, ონლაინ ან Western Union-ის აპლიკაციის საშუალებით და შეუძლიათ მიიღონ და დააგროვონ ჯილდოების ქულები თითოეული დასრულებული ფულადი გზავნილით, რომელთა გადაცვლა შესაძლებელია ფულადი გზავნილების გადარიცხვის ფასდაკლებულ საკომისიოზე. თუ გსურთ, გახდეთ Western Union Rewards-ის წევრი, დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ Western Union Rewards პროგრამის წესები და პირობები და/ან დააწკაპუნეთ აქ რეგისტრაციისთვის.
Western Union აგროვებს და იყენებს პერსონალური ინფორმაციის კატეგორიებს, რომლებიც აღწერილია შემდეგ ნაწილებში: „პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც აგროვებს WESTERN UNION“, „როგორ აგროვებს WESTERN UNION პერსონალურ ინფორმაციას“ და „როგორ იყენებს WESTERN UNION მის მიერ შეგროვებულ პერსონალურ ინფორმაციას“, გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებაში, მათ შორის, თქვენს მიერ ნებაყოფლობით მოწოდებულ ინფორმაციას (მაგალითად, თქვენს სახელსა და ელფოსტას), ჩვენ მიერ ავტომატურად შეგროვებულ ინფორმაციას და სხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას ჯილდოების ლოიალობის პროგრამის ფუნქციონირებისთვის, მათ შორის, თქვენთვის აქციების, კონტენტისა და სპეციალური შეთავაზებების მიწოდებისა და გლობალური კონფიდენციალურობის დებულებაში აღწერილი სხვა მიზნებისთვის. ჩვენ ვთანამშრომლობთ მომსახურების მიმწოდებლებთან და ბიზნეს პარტნიორებთან, რათა შევთავაზოთ შეღავათები ჩვენი ჯილდოების ლოიალობის პროგრამისთვის. ეს პარტნიორები შეიძლება დაიყოს შემდეგ კატეგორიებად: მომწოდებელი პარტნიორები, Western Union-ის აგენტები, შვილობილი და აფილირებული კომპანიები და/ან მომსახურების მიმწოდებლები და ბიზნეს-პარტნიორები. შეგიძლიათ, გაიგოთ იმ ბიზნეს-პარტნიორების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ვუზიარებთ თქვენს ინფორმაციას, თუ იხილავთ გლობალური კონფიდენციალურობის დებულების განყოფილებას „ვის უზიარებს WESTERN UNION თქვენს პერსონალურ ინფორმაციას“.
ჩვენი გონივრული და კეთილსინდისიერი შეფასების საფუძველზე, ჩვენ ვიღებთ ღირებულებას Western Union® Rewards-ის პროგრამიდან მომხმარებლის გაზრდილი ლოიალობისა და მხარდაჭერის სახით, თუმცა ნებისმიერი ღირებულება განსხვავდება ჯილდოების წევრების მიხედვით, რაც დამოკიდებულა შესრულებული ფულადი გზავნილების რაოდენობაზე, წევრის მიერ გამოყენებულ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებზე და სხვა ფაქტორებზე.
ელფოსტით კომუნიკაციების გაგზავნისას Western Union არ ანიჭებს ფულად ღირებულებას იმ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ Rewards-ის ლოიალობის პროგრამის მეშვეობით ვაგროვებთ. შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს თქვათ უარი სარეკლამო ელფოსტის მიღებაზე თქვენი Western Union-ის ონლაინ ანგარიშის პარამეტრების შეცვლით ან ჩვენ მიერ გამოგზავნილ სარეკლამო ელფოსტაში მოცემულ „გამოწერის გაუქმების“ ბმულზე დაწკაპუნებით, თუმცა თქვენ მაინც მიიღებთ თქვენს Rewards ანგარიშთან დაკავშირებულ სერვისის შეტყობინებებს. Rewards-ში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და თქვენ შეგიძლიათ გახვიდეთ Rewards-ის ლოიალობის პროგრამიდან Western Union აპის ან თქვენი ონლაინ პროფილის ანგარიშის ან პარამეტრების განყოფილების მონახულებით, თქვენი ინფორმაციის წაშლის მოთხოვნით, რისთვისაც უნდა შეავსოთ ეს ფორმა ან Western Union-ის მომხმარებელთა მომსახურების სამსახურს დაუკავშირდეთ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ Rewards-იდან გასვლით თქვენ აღარ გექნებათ წვდომა Rewards ანგარიშზე, მაგრამ სხვაგვარად შეძლებთ, გააგრძელოთ Western Union-ის ციფრული და საცალო პლატფორმების გამოყენება. არცერთი ქულა და ჯილდო, რომელიც დაგროვილი გქონდათ გასვლის მომენტამდე, აღარ იქნება ხელმისაწვდომი. როგორც ადრე აღინიშნა, Rewards-ის ლოიალობის პროგრამის მეშვეობით თქვენან კომუნიკაციისა და თქვენთვის მომსახურების გაწევისთვის ჩვენ გვჭირდება თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენება. შესაბამისად, თუ თქვენ გადაწყვეტთ პერსონალური ინფორმაციის წაშლას Rewards-ის ლოიალობის პროგრამიდან ან თუ აირჩევთ წაშლის ზოგადი მოთხოვნის განხორციელებას, ჩვენ ვეღარ შევძლებთ, მოგაწოდოთ მომსახურება და შეღავათები ამ Rewards-ის ლოიალობის პროგრამით.
თუკი Rewards-ის წევრი გადაწყვეტს, უარი თქვას პერსონალური ინფორმაციის გაზიარებაზე, Rewards პროგრამის წევრისთვის ჯილდოს ქულების გამოყენების შეღავათები არ დაიკარგება მანამ, სანამ ის Rewards პროგრამის წევრად რჩება. პერსონალური ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმამ შესაძლოა გამოიწვიოს პერსონალიზებული შეთავაზებებისა და სერვისების მიღების შემცირება, მათ შორის, Rewards პროგრამაში მონაწილე მესამე მხარის პარტნიორებისგან ნებისმიერი შეთავაზების მიღება.
თუ კალიფორნიის ან კოლორადოს შტატის მკვიდრი ხართ და უარი თქვით პერსონალური ინფორმაციის „გაზიარებაზე“ Rewards პროგრამაში გაწევრიანებამდე, წევრობის შემდეგ ხელახლა უნდა თქვათ უარი, თუ არ გსურთ, რომ Western Union-მა „გააზიაროს“ პერსონალური ინფორმაცია. ამისათვის დააწკაპუნეთ აქ ან დაუკავშირდით Western Union-ის მომხმარებელთა მომსახურების სამსახურს.
ჩვენ ვზრუნავთ მექსიკაში მცხოვრები ჩვენი მომხმარებლების კონფიდენციალურობაზე და ვცდილობთ შევაგროვოთ, გამოვიყენოთ, შევინახოთ, დავიცვათ, გავამჟღავნოთ და გავაზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია კერძო პირების პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ მექსიკის ფედერალური კანონის შესაბამისად (Ley Federal de Protección de Datos Personales en Posesión de Particulares) („კანონმდებლობა“). Western Union-ის გლობალური კონფიდენციალურობის დებულების მოცემული დამატება მექსიკაში მცხოვრები მომხმარებლებისთვის („დამატება“) ვრცელდება მომხმარებლებზე მექსიკაში და, გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებასთან ერთად, შემუშავებულია კერძო პირების პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ მექსიკის ფედერალური კანონის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მექსიკაში, Western Union-ის მოქმედი მონაცემთა კონტროლერები არიან Grupo Dinámico Empresarial S.A. de C.V., Operaciones Internacionales OV S.A. de C.V. და Servicio Integral de Envíos, S.A. de C.V. (ერთობლივად „პასუხისმგებელი მხარეები“), რომელთა იურიდული მისამართია Av. Paseo de la Reforma No. 505, piso 17, Colonia Cuauhtémoc, Delegación Cuauhtémoc, C.P. 06500, Mexico City.
რა პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ?
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ განყოფილება „WESTERN UNION-ის მიერ შეგროვებული პერსონალური ინფორმაცია“ კონფიდენციალურობის შესახებ დებულებაში.
კონფიდენციალურობის გლობალურ დებულებაში მითითებული პერსონალური მონაცემების გარდა, ჩვენ ასევე გაცნობებთ, რომ იმ მომენტისთვის, როცა თქვენ გადაწყვეტთ Western Union-ის ფულის გადარიცხვის სერვისით სარგებლობას ჩვენი მობილური აპლიკაციის მეშვეობით, პასუხისმგებელი მხარე ასევე შეაგროვებს და დაამუშავებს თქვენს ბიომეტრიულ მონაცემებს, რომლებიც ეხება თქვენს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ თვისებებს, როგორიცაა თქვენი სახის ნაკვთები სახის ამოცნობის მიზნით და თითის ანაბეჭდები. აღნიშნული ბიომეტრიული მონაცემები, მათი ოფიციალური იდენტიფიკაციის ფოტოსურათთან და ელექტრონულ ხელმოწერასთან ერთად, პასუხისმგებელი მხარის მიერ გაიგზავნება მექსიკის კომპეტენტურ ორგანოებში შესაბამისი შემოწმებისთვის.
თქვენი ბიომეტრიული ინფორმაციის შემოწმებით და ოფიციალური იდენტიფიკაციის წარმოდგენით პასუხისმგებელი მხარე ასრულებს ვალდებულებას, იცოდეს ან შეამოწმოს თქვენი, როგორც მექსიკაში მყოფი ფულის გამგზავნის ვინაობა, ფულის გადარიცხვის მიმართ მოქმედი რეგულაციის შესაბამისად.
როგორ ამუშავებს WESTERN UNION თქვენს პერსონალურ ინფორმაციას
ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას შემდეგი ძირითადი მიზნებისთვის:
ჩვენ ასევე ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას შემდეგი არაარსებითი, დამატებითი მიზნებისთვის:
პასუხისმგებელი მხარეები არ შეაგროვებენ და არც გამოიყენებენ თქვენს სენსიტიურ პერსონალურ ინფორმაციას ჩვენ მიერ თქვენთვის მომსახურების გაწევისას.
ვის ვუზიარებთ თქვენს პირად მონაცემებს?
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ განყოფილებები „ვის უზიარებს WESTERN UNION თქვენს პირად ინფორმაციას“ და „პერსონალური ინფორმაციის საერთაშორისო გადაცემები“ კონფიდენციალურობის შესახებ გლობალურ დებულებაში.
როგორ შეგიძლიათ შეზღუდოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენება ან გამჟღავნება?
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ განყოფილება „თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა, მისი წაშლა და შესწორება“ და „თქვენი არჩევანის შეცვლა“ კონფიდენციალურობის შესახებ გლობალურ დებულებაში.
გარდა ამისა, თუ არ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები და/ან გენერირებული პერსონალური ინფორმაცია გამოიყენებოდეს სხვა მიზნებისთვის, გარდა იმ მიზნებისა, რომლებიც აუცილებელია პასუხისმგებელ მხარეებსა და თქვენ შორის სამართლებრივი ურთიერთობისთვის, მადლობელი ვიქნებით, თუ წერილობით აცნობებთ პასუხისმგებელი მხარეების პერსონალური მონაცემების დეპარტამენტს, რომელიც მდებარეობს აქ: Avenida Paseo de la Reforma number 505, piso 17, Col. Cuauhtémoc, Alcaldía Cuauhtémoc, C.P. 06500, Mexico City ან შემდეგი ელფოსტით: wuprivacy@westernunion.com („მისამართი“). იმ შემთხვევაში, თუ კონფიდენციალურობის შესახებ გლობალური დებულება და ეს დამატება არ არის მოწოდებული თქვენთვის პირდაპირ ან პირადად, თქვენ გექნებათ 5 (ხუთი) სამუშაო დღე თქვენთვის ცნობილი დღიდან, რათა, საჭიროების შემთხვევაში, გამოხატოთ თქვენი უარი მართვაზე, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების კუთხით, იმ მიზნებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არის აუცილებელი და არ წარმოშობს იურიდიულ ურთიერთობას პასუხისმგებელ მხარეებთან.
იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, შეზღუდოთ ან შეაჩეროთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება სარეკლამო ან მარკეტინგული მიზნებისთვის გამოსაყენებლად, ასევე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ საჯარო რეესტრში, რათა თავიდან აიცილოთ რეკლამა (REPEP), მომხმარებელთა დაცვის ფედერალურ სააგენტოში (PROFECO), მისი ვებსაიტის საშუალებით https://repep.profeco.gob.mx
ქუქი-ჩანაწერების, ვებ-შუქურებისა და ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენება
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ განყოფილება „ინტერნეტის ტექნოლოგიები“ კონფიდენციალურობის შესახებ გლობალურ დებულებაში.
თქვენი ARCO უფლებების გამოყენება
როგორც პერსონალური ინფორმაციის მფლობელს, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოიყენოთ თქვენი უფლებები, მიიღოთ წვდომა, გაასწოროთ, გააუქმოთ და/ან წინააღმდეგობა გაუწიოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას („ARCO უფლებები„) ასევე გააუქმოთ თანხმობა ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით, რომელიც არღვევს გლობალური კონფიდენციალურობის დებულებისა და ამ დამატების პირობებს, ჩვენი მონაცემთა კონფიდენციალურობის დეპარტამენტისთვის წერილობითი მოთხოვნის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: wuprivacy@westernunion.com, იმ პირობით, რომ მოთხოვნილი წინააღმდეგობა და/ან გაუქმება არ აზიანებს მესამე მხარის უფლებებს და კანონის 34-ე მუხლის შეესაბამება.
თქვენი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: i) პერსონალური ინფორმაციის მფლობელის სახელსა და გვარს, ii) მისამართს, რომელზეც შესაძლებელია მოთხოვნაზე პასუხის გაცემა, iii) ოფიციალური დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს მონაცემთა მფლობელის ვინაობას, ან, შესაბამის შემთხვევაში, პერსონალური მონაცემთა მფლობელის იურიდიული წარმომადგენლობის დამადასტურებელ საბუთსა და iv) იმ პერსონალური ინფორმაციის მკაფიო და ზუსტ აღწერას, რომლის გამოყენებაც გსურთ თქვენი ARCO უფლებების გამოყენებით.
პერსონალური ინფორმაციის გასწორების მოთხოვნები უნდა მოიცავდეს შესატან ცვლილებებს და მოთხოვნის დამადასტურებელ დოკუმენტაციას; თქვენი თანხმობის გაუქმების მოთხოვნები უნდა მოიცავდეს მკაფიო განცხადებას, რომ თქვენ გსურთ გარკვეული პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე თქვენი თანხმობის გაუქმება და, თუ საჭიროა, ასეთი გაუქმების მიზეზებს.
თქვენი მოთხოვნის მიღების შემდეგ ჩვენ 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში გაცნობებთ შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ და ასეთი გადაწყვეტილება ძალაში შევა გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების თქვენთვის წერილობით ან ელფოსტით ჩაბარების თარიღიდან 15 (თხუთმეტი) დღის შემდეგ. ზემოაღნიშნული ვადები შეიძლება გახანგრძლივდეს ერთხელ, ასეთი გახანგრძლივების სათანადოდ დასაბუთების შემთხვევაში.
ცვლილებები ამ დამატებაში
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ განყოფილება „ცვლილებები“ კონფიდენციალურობის შესახებ გლობალურ დებულებაში.
თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე
თქვენ, როგორც პერსონალური მონაცემების მფლობელი, აცხადებთ, რომ წაიკითხეთ და ეთანხმებით წესებსა და პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია თქვენთვის ხელმისაწვდომ კონფიდენციალურობის გლობალურ დებულებასა და ამ დანამატში და თქვენთვის ცნობილია თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მიზანი, ასევე, თქვენი ARCO უფლებების გამოყენებისა და თქვენი თანხმობის გაუქმების პროცედურა.
მე თანახმა ვარ და უფლებას გავცემ, რომ ჩემი პერსონალური მონაცემები, ბიომეტრიული მონაცემების ჩათვლით, შეგროვდეს და დამუშავდეს პასუხისმგებელი მხარეებისა და მესამე მხარის მიერ, რომლებიც აღწერილია სექციაში „ვის შეუძლია გაუზიაროს WESTERN UNION-მა თქვენი პირადი ინფორმაცია“, კონფიდენციალურობის შესახებ გლობალურ დებულებაში, კონფიდენციალურობის შესახებ გლობალურ დებულებისა და ამ დამატების მტკიცებების შესაბამისად.
გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ეროვნული ინსტიტუტი (INAI) არის კომპეტენტური ორგანო იმისთვის, რომ მოაგვაროს ნებისმიერი კონფლიქტი, რომელიც წარმოიქმნება კერძო მხარეების მფლობელობაში არსებული პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ფედერალური კანონისა და მისი რეგულაციების გამოყენებით.
თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.
ჩვენ ვზრუნავთ და ვიცავთ იმ ბრაზილიაში მყოფი მფლობელების პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობაზე და ვცდილობთ დავამუშაოთ მათი პერსონალური მონაცემები მონაცემთა დაცვის ზოგადი კანონის („LGPD“) და ბრაზილიაში მოქმედი სხვა კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად. Western Union-ის გლობალური კონფიდენციალურობის დებულების მოცემული დამატება ბრაზილიაში მყოფი მფლობელებისთვის („დამატება“) ვრცელდება ინფორმაციის მფლობელებზე, რომლებიც ცხოვრობენ ბრაზილიაში და ასევე, სხვა მფლობელებზე, რომლებიც შეიძლება იმყოფებოდნენ ქვეყანაში პერსონალური მონაცემების შეგროვების მომენტში (ერთობლივად „ბრაზილიაში მყოფი მფლობელები“) და გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებასთან ერთად, შემუშავებულია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული ძირითადი ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ამ დამატებაში წარმოდგენილი ინფორმაციისა და გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებაში აღწერილი პირობების შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესი ძალა ენიჭება ამ დამატებაში მოცემულ ინფორმაციას.
Western Union-ის ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირები (პერსონალური მონაცემების მაკონტროლებლები) ბრაზილიაში არიან: Western Union Corretora de Câmbio SA, დახურული კორპორაცია, რომლის სათაო ოფისის მისამართია Rua Iguatemi, 151, 9th floor, set 91, São Paulo / SP, CEP 01451-011, რეგისტრირებული CNPJ / ME ნომრით 13.728.156 / 0001-35; ასევე, Banco Western Union do Brasil SA, დახურული კორპორაცია, რომლის სათაო ოფისის მისამართია Rua Iguatemi, nº 151, 7th floor, set 72, São Paulo / SP, CEP 01451-011, რეგისტრირებული CNPJ / ME ნომრით 13.720.915 / 0001-13.
WESTERN UNION-ის მიერ შეგროვებული პერსონალური მონაცემები
ბრაზილიაში მყოფი მფლობელების შემთხვევაში შეგროვდება იგივე პერსონალური მონაცემები, რომლებიც აღწერილია ზემოთ, შემდეგის გარდა:
როგორ აგროვებს WESTERN UNION პერსონალურ მონაცემებს
ზემოაღნიშნული მეთოდების გარდა, Western Union-მა შესაძლოა ასევე შეაგროვოს თქვენი პერსონალური მონაცემები შემდეგი საშუალებებით:
ელექტრონული გზით ან ფოსტით მიღებული სასამართლო ან სასამართლოგარეშე შეტყობინებები.
როგორ ამუშავებს WESTERN UNION თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით გატარებული გონივრული საორგანიზაციო, ტექნიკური და ადმინისტრაციული ზომების გარდა, რომლებიც შეესაბამება მოქმედ სახელმწიფო კანონებსა და რეგულაციებს, ჩვენ ასევე ვიღებთ დაწესებულებაში შემუშავებულ შესაბამის ზომებს, ასე რომ ჩვენი აქტივობების მიმართ მოქმედი კონფიდენციალურობის და პერსონალური მონაცემების დაცვის მართვის პროგრამა მუდმივად გადაიხედება და ახლდება.
წვდომას შეგროვებულ ინფორმაციაზე მხოლოდ თანამშრომლები და ავტორიზებული პირები მიიღებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ამის უკიდურესი აუცილებლობა.
როგორ იყენებს WESTERN UNION შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს
Western Union შეგროვებულ პერსონალურ ინფორმაციას იყენებს იმისთვის, რომ:
Western Union-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება კანონიერი ინტერესების საფუძველზე ყოველთვის მოხდება მოსალოდნელ ფარგლებში და არასოდეს მიაყენებს ზიანს თქვენს ძირითად ინტერესებს, უფლებებსა და თავისუფლებებს.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ მოცემულ გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებაში აღნიშნულის მიუხედავად, Western Union არ შეაგროვებს თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ამ დამატების ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე სხვა კანონიერი საფუძვლით, გარდა იმისა, რომელიც აღნიშნულია განყოფილებაში „ინფორმაცია ბავშვების პერსონალური მონაცემების შესახებ“.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ არ არის აუცილებელი, ამ დოკუმენტში აღწერილმა ყველა მიზანმა იმოქმედოს ყველა მომხმარებლის მიმართ. ეს დამოკიდებული იქნება კონკრეტულად იმ პროდუქტზე / სერვისზე, რომლითაც ისარგებლებთ. დამატებითი ინფორმაციისთვის იმ მიზნების შესახებ, რომლებიც ვრცელდება თქვენზე, დაუკავშირდით ჩვენს ზედამხედველს ამ განცხადების განყოფილებაში „როგორ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ“ მითითებული მეთოდებით.
ინფორმაცია ბავშვების პერსონალური მონაცემების შესახებ
გთხოვთ, იხილოთ განყოფილება „ინფორმაცია ბავშვებისგან“ კონფიდენციალურობის შესახებ გლობალურ დებულებაში.
თქვენი უფლებები და მათი გამოყენების წესი
ბრაზილიის კანონმდებლობის შესაბამისად, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი უფლებები თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით:
ა) დაადასტუროთ Western Union-ის ან ჯგუფის ნებისმიერი კომპანიის მიერ დამუშავების ფაქტის არსებობა;
ამ უფლების გამოსაყენებლად შედით ჩვენს მოთხოვნების პორტალზე და საკუთარი თავის იდენტიფიცირების შემდეგ (კლიენტი, აგენტი ან თანამშრომელი) დააწკაპუნეთ ბმულზე „წვდომა მონაცემებზე“, ასევე გვაცნობეთ „მოთხოვნის აღწერაში“, რომ აპირებთ დამუშავების ფაქტის არსებობის დადასტურების უფლების გამოყენებას.
ბ) მოითხოვოთ წვდომა პერსონალურ მონაცემებზე, რომლებსაც ამუშავებს Western Union ან ჯგუფის ნებისმიერი კომპანია;
ამ უფლების გამოსაყენებლად შედით ჩვენი აპლიკაციის პორტალზე და საკუთარი თავის იდენტიფიცირების შემდეგ (კლიენტი, აგენტი ან თანამშრომელი) დააწკაპუნეთ ბმულზე „წვდომა მონაცემებზე“, ასევე გვაცნობეთ „მოთხოვნის აღწერაში“, რომ აპირებთ მონაცემებზე წვდომის უფლების გამოყენებას.
გ) შეასწოროთ, განაახლოთ და/ან შეავსოთ თქვენი პერსონალური მონაცემები;
ამ უფლების გამოსაყენებლად შედით ჩვენს მოთხოვნების პორტალზე და საკუთარი თავის იდენტიფიცირების შემდეგ (კლიენტი, აგენტი ან თანამშრომელი) დააწკაპუნეთ ბმულზე „მონაცემების შესწორება“, ასევე გვაცნობეთ „მოთხოვნის აღწერაში“, რომელი მონაცემების გასწორება გსურთ.
დ) მოითხოვოთ არასაჭირო, ზედმეტი ან უკანონოდ დამუშავებული მონაცემების ანონიმიზაცია, დაბლოკვა ან მოცილება;
ამ უფლების გამოსაყენებლად შედით ჩვენი აპლიკაციის პორტალზე და საკუთარი თავის იდენტიფიცირების შემდეგ (კლიენტი, აგენტი ან თანამშრომელი) დააწკაპუნეთ ბმულზე „დამუშავების შეზღუდვა“ ან „მონაცემების წაშლა“, ასევე გვაცნობეთ „მოთხოვნის აღწერაში“, რომ ჩვენ ვამუშავებთ მონაცემებს არასაჭირო, ზედმეტი მოცულობით ან უკანონო გზით.
ამ უფლების გამოსაყენებლად შედით ჩვენს მოთხოვნების პორტალზე და საკუთარი თავის იდენტიფიცირების შემდეგ (კლიენტი, აგენტი ან თანამშრომელი) დააწკაპუნეთ ბმულზე „მარკეტინგის დეაქტივაცია“ (Marketing Deactivation), თუ არსებობს, ან ბმულზე „კონფიდენციალურობის ზოგადი საკითხი“ (General Privacy Inquiry) და ასევე გვაცნობეთ „განცხადების აღწერაში“ (Application Description), რომელ აქტივობაზე გსურთ თქვენი თანხმობის გაუქმება.
ამ უფლების გამოსაყენებლად შედით ჩვენი აპლიკაციის პორტალზე და საკუთარი თავის იდენტიფიცირების შემდეგ (კლიენტი, აგენტი ან თანამშრომელი) დააწკაპუნეთ ბმულზე „მონაცემების გადატანა“.
ამ უფლების გამოსაყენებლად შედით ჩვენი აპლიკაციის პორტალზე და საკუთარი თავის იდენტიფიცირების შემდეგ (კლიენტი, აგენტი ან თანამშრომელი) დააწკაპუნეთ ბმულზე „წვდომა მონაცემებზე“, ასევე გვაცნობეთ „მოთხოვნის აღწერაში“, რომ აპირებთ ინფორმაციის მიღებას იმ პირების შესახებ, რომლებსაც Western Union უზიარებს თქვენს მონაცემებს.
ამ უფლების გამოსაყენებლად შედით ჩვენს მოთხოვნების პორტალზე და საკუთარი თავის იდენტიფიცირების შემდეგ (კლიენტი, აგენტი ან თანამშრომელი) დააწკაპუნეთ ბმულზე „დეაქტივაცია (ავტომატიზებული გადაწყვეტილება/პროფილის შექმნა)“, ასევე გვაცნობეთ, რომელი ავტომატიზებული გადაწყვეტილების შემოწმებას მოითხოვთ.
რეგისტრირებულ მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ წვდომა ვებსაიტზე https://www.westernunion.com/br/pt/home.html და საკუთარი პროფილის პარამეტრების რედაქტირება.
თქვენ ასევე გაქვთ უფლება შეიტანოთ საჩივარი მონაცემთა დაცვის სახელმწიფო უწყებაში ან სხვა ორგანოში, რომელიც აღწერილია LGPD-ში (მაგალითად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანოებში).
როცა ჩვენ მივიღებთ მოთხოვნას, ჩვენ შესაძლოა გთხოვოთ დამატებითი ინფორმაცია თქვენი ვინაობის დასადასტურებლად. ზოგიერთ სიტუაციაში შეიძლება უარი ვთქვათ მოქმედებაზე ან შევზღუდოთ თქვენი უფლებები, როგორც ნებადართულია მოქმედი კანონით და ასეთ შემთხვევაში ჩვენ აგიხსნით თქვენი მოთხოვნის შეუსრულებლობის მიზნებს, მაგალითად, როდესაც მოთხოვნა ეხება სხვა მფლობელების პერსონალურ მონაცემებს და/ან დოკუმენტებს.
ასეთი უფლებების გამოსაყენებლად შედით გვერდზე http://www.westernunion.com/datasubjectrights ან დაუკავშირდით Western Union-ს განყოფილებაში „ჩვენთან დაკავშირების წესი“ მითითებული ინფორმაციის გამოყენებით. ჩვენ ვეცდებით, საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ან 15 დღის ვადაში ვუპასუხოთ თქვენს მოთხოვნას. თქვენი მოთხოვნის სირთულიდან გამომდინარე, შესაძლოა გავახანგრძლივოთ ეს პერიოდი, რათა სათანადოდ მოგემსახუროთ.
როგორ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან საჩივარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვკარგავთ თქვენს პირად მონაცემებს, გთხოვთ თქვენი მოთხოვნის რეგისტრაციას წერილობითი სახით. ჩვენ განვიხილავთ თქვენს მოთხოვნას და ჩვეულებრივ, გიპასუხებთ წერილობით, მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში. შეგიძლიათ ასევე დაგვიკავშირდეთ, მათ შორის მიმართოთ ჩვენს პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირს:
Western Union-ის მონაცემთა დაცვის ინსპექტორს
ელფოსტა: wuprivacy@westernunion.com
უფასო ან ადგილობრივი სატელეფონო ნომრიდან ჩვენთან დასაკავშირებლად დააწკაპუნეთ ამ ბმულზე, რათა გაესაუბროთ WU-ს კლიენტთა მომსახურების სამსახურს: https://www.westernunion.com/br/pt/contact-us.html.
მომხმარებლებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ იაპონიაში, ამ გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებაში არსებული სხვა დებულებების მიუხედავად, ჩვენ დავამუშავებთ თქვენს პერსონალური ინფორმაციის იაპონურ საიდენტიფიკაციო ნომერს („ჩემი ნომერი“) და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ნებისმიერი მოქმედი კანონის და რეგულაციის შესაბამისად, როგორც აღწერილია ამ განყოფილებაში. ამ დამატებაში წარმოდგენილი ინფორმაციისა და გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებაში აღწერილი პირობების შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესი ძალა ენიჭება ამ დამატებაში მოცემულ ინფორმაციას.
ჩვენ ვაგროვებთ თქვენს „ჩემს ნომერს“ და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ თქვენი „ჩემი ნომრის“ დასადასტურებლად, როგორც ამას მოითხოვს იაპონიის კანონი სათანადო წესით დაბეგვრის უზრუნველყოფის მიზნით იაპონიაში მოქმედი კანონი სათანადო შიდა დაბეგვრის უზრუნველყოფის მიზნით საზღვარგარეთ ფულადი გადარიცხვების თაობაზე ანგარიშების წარდგენის შესახებ საზღვარგარეთ ფულადი გადარიცხვის თაობაზე ანგარიშგების წარმოდგენის შესახებ (კანონი №110, 1997 წ., ბოლო ცვლილებებით).